გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მარტი 2026    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

რუსთავში დასუფთავების აქცია გაიმართა

19-05-2018

რუსთავში, გიორგი ჭყონდიდელის სახელობის ადმინისტრაციულ ერთეულის ტერიტორიაზე, დასუფთავების მასშტაბური აქცია გაიმართა. როგორც ,,ინტერპრესნიუსს“ რუსთავის მერიიდან აცნობეს, აქციას რუსთავის მერის მოადგილეები დავით კეკელიძე და გოჩა ლორია, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე დავით რეხვიაშვილი და თვითმმართველობის სხვა წარმომადგენლებიც შეუერთდნენ.

„აქციის ფარგლებში, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა და მერიის ზედამხედველობის სამსახურისა და ა(ა) იპ ,,რუსთავსერვის ცენტრის’’ თანამშრომლებმა, მოსახლეობასთან ერთად, გიორგაძისა და ბარნოვის ქუჩებზე, საცხოვრებელი კორპუსების ტერიტორია სამშენებლო და საყოფაცხოვრებო ნარჩენებისგან დაასუფთავეს, ამასთანავე, სპეცტექნიკის გამოყენებით თვითნებულად შემოღობილ ტერიტორიებზე უსახური კონსტრუქტიების დემონტაჟი განხორციელდა“, - ნათქვამია რუსთავის მერის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 

რუსთავის მერის, ირაკლი ტაბაღუას ინიციატივით, მსგავსი აქციები ეტაპობრივად, ქალაქის ათივე ადმინისტრაციულ ერთეულში გაიმართება.

"ინტერპრესნიუსი"