გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2025    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930

შსს-მ პროსტიტუციაში ჩაბმის ბრალდებით 11 პირი ამხილა

19-05-2018

შინაგან საქმეთა სამინისტროს სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ბოლო ერთ კვირაში, 9 ე.წ. „თურქულ ბარსა“ და 5 რესტორანში პროსტიტუციაში ჩაბმის ფაქტებზე საგამოძიებო ღონისძიებები ჩაატარეს. 

ძალადობით, ძალადობის ან ქონების განადგურების მუქარით, შანტაჟით ან მოტყუებით პროსტიტუციაში ჩაბმის ფაქტებზე მხილებულ იქნენ ახალციხესა და ახალქალაქში მდებარე ბარებისა და რესტორნების დროებითი მფლობელები - სულ 11 პირი.

მათ მიერ ჩადენილი დანაშაული ჯარიმას ან თავისუფლების აღკვეთას 2 წლამდე ვადით ითვალისწინებს.

გამოძიების ფარგლებში აღნიშნულ ობიექტებზე დასაქმებული 63 ქალი მოწმის სახით პოლიციაში გამოიკითხა. დადგინდა, რომ დანაშაულში მხილებული პირები ქალაქ ახალციხეში და ახალქალაქში დროებით მფლობელობაში არსებულ ფართებს გასამრჯელოს სანაცვლოდ ცალკეულ პირებს პროსტიტუციისთვის უთმობდნენ. ისინი, ასევე აღნიშნულ „თურქულ ბარებში“ მომუშავე სხვადასხვა კუთხიდან ჩამოსულ, სხვადსხვა ასაკის ქალბატონებს პროსტიტუციაში მოტყუებით აბამდნენ.

პროსტიტუციაში ჩაბმის ყველა ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 253-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ძალადობით, ძალადობის ან ქონების განადგურების მუქარით, შანტაჟით ან მოტყუებით პროსტიტუციაში ჩაბმას გულისხმობს.