გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    თებერვალი 2026    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
232425262728 

თავდაცვის მინისტრმა ევროპარლამენტის დელეგაციას უმასპინძლა

11-04-2022

საქართველოში ვიზიტით ევროკავშირის საპარლამენტო დელეგაცია იმყოფება. საგარეო ქმედებათა კომიტეტის უსაფრთხოებისა და თავდაცვის ქვეკომიტეტის წევრებს დღეს თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ უმასპინძლა.


მხარეებმა ევროკავშირში ინტეგრაციის საკითხები, თავდაცვის რეფორმები და ევროკავშირში ინტეგრაციის კუთხით თავდაცვის სამინისტროს პრიორიტეტები განიხილეს. შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა რეგიონში მიმდინარე მოვლენებსა და რუსეთ-უკრაინის ომზე. თავდაცვის სამინისტროში ვიზიტისას ევროკავშირის საპარლამენტო დელეგაციამ ასევე მოინახულა ნატო-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივი ცენტრი (JTEC) და ცენტრის მუშაობის სპეციფიკას გაეცნო.