გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აგვისტო 2026    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31 

ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) რიგით 106-ე შეხვედრა გაიმართა

12-04-2022

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ერგნეთში, ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) რიგით 106-ეშეხვედრა გაიმართა.


სუს-ის პრესსამსახურის ინფორმაციით, საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლებმა შეხვედრაზე თავისუფალ გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვების საკითხი განიხილეს. ასევე, მკაცრად მოითხოვეს უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქეების უპირობო გათავისუფლება.


შეხვედრაზე საუბარი შეეხო უკანონო ე.წ. ბორდერიზაციის შემთხვევებს და ყველა სხვა ინციდენტს, რომელიც საოკუპაციო ხაზის მიმდებარედ დაფიქსირდა.


ასევე, ყურადღება გამახვილდა, აღდგომის სადღესასწაულო დღეებში, საოკუპაციო ხაზის გასწვრივ მცხოვრები მოსახლეობის უსაფრთხოების მაქსიმალურ დაცვაზე.


IPRM-ის მორიგი შეხვედრა 2022 წლის 7 ივნისს გაიმართება.