გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2026    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930 

ხვალ პანელური დისკუსია თემაზე „ომი უკრაინაში: გამოწვევები, რისკები და გავლენა საქართველოს ეკონომიკაზე“ გაიმართება

12-04-2022

ივანე ჯავახიშვილის  სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის საერთაშორისო სკოლის (ISET) კვლევითი ცენტრის ორგანიზებით გაიმართება პანელური დისკუსია თემაზე „ომი უკრაინაში: გამოწვევები, რისკები და გავლენა საქართველოს ეკონომიკაზე“.


დისკუსიაში  მონაწილეობას მიიღებენ თსუ რექტორი გიორგი შარვაშიძე, ISET-ის და ISET-ისკვლევითი ინსტიტუტის დირექტორი თამარ სულუხია, შვედეთის საელჩოს მისიის ხელმძღვანელის მოადგილე ერიკ ილესი, უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მრჩეველი ტიმოფეი მილოვანოვი, ქართველი და უკრაინელი ექსპერტები, საბანკო და საფინანსო სფეროს, ასევე, საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები.


მისამართი: სასტუმრო „რუმსი“, გარდენ ჰოლი, თბილისი, კოსტავას ქ.14