გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2026    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930 

ნანა კაკაბაძე: სახელმწიფო გადატრიალების მზადების მცდელობა. ეს აღელვებთ ნაციონალებს და არა უკრაინა; მათი ადგილი ციხეშია

12-04-2022

არასამთავრობო ორგანიზაცია „ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისთვის“ თავმჯდომარე ნანა კაკაბაძე სოციალურ ქსელში ეხმიანება სკანდალური შეხვედრის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ და რადიკალური ოპოზიციის მთავარ საკითხს ხელისუფლების დამხობის გეგმის შემუშავება წარმოადგენდა.

 

მისი თქმით უკრაინის უბედურება და თითქოს მათთვის ზრუნვის და თავდადების იმიტაცია, ძალაუფლების მიტაცების ჟინითაა ნაკარნახევი.

 

„ეს არის სახელმწიფო გადატრიალების მზადების მცდელობა. ეს აღელვებთ ნაციონალებს და არა უკრაინა. უკრაინის უბედურება და თითქოს მათთვის ზრუნვის და თავდადების იმიტაცია, ძალაუფლების მიტაცების ჟინითაა ნაკარნახევი. გამოვფხიზლდეთ და ერთიანი ძალით განვდევნოთ კრიმინალი ნაციონალები პოლიტიკიდან. მათი ადგილია ციხეში!“- წერს ნანა კაკაბაძე.