გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    სექტემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

დოკუმენტში მიმოხილულია და დაფასებულია ის წარმატებები, რომელიც ჰქონდა ჩვენს ქვეყანას გასული წლის მანძილზე ადამიანის უფლებების დაცვის სტანდარტების გაუმჯობესების მიმართულებით

13-04-2022

გუშინ გამოქვეყნდა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის ყოველწლიური ანგარიში სხვადასხვა სახელმწიფოებში, მათ შორის საქართველოში, ადამიანის უფლებების მდგომარეობის შესახებ. ანგარიში ტრადიციულად მაღალი სტანდარტების მიხედვით არის ჩამოყალიბებული. ამდენად, იმთავითვე შეგვიძლია ვთქვათ, რომ ანგარიში იმდენად მკაფიოა, რომ ის არ ტოვებს სივრცეს რაიმე მანიპულაციებისა და მცდარი ინტერპრეტაციებისთვის - ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო მინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.


მისი თქმით, ნურავინ ეცდება, რომ ფაქტების შელამაზების ან მთელი სიმართლის ართქმის გზით დამახინჯებულად წარმოადგინოს ანგარიშის არცთუ უმნიშვნელო დეტალები.

 

დოკუმენტში მიმოხილულია და დაფასებულია ის წარმატებები, რომელიც ჰქონდა ჩვენს ქვეყანას გასული წლის მანძილზე ადამიანის უფლებების დაცვის სტანდარტების გაუმჯობესების მიმართულებით. მაგალითად, წინასწარი პატიმრობის რაოდენობის შემცირება, ამნისტია და პატიმართა რიცხვის შემცირება, პატიმართა რეაბილიტაცია და რესოციალიზაცია და სხვ." - განაცხადა სარჯველაძემ.