გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031 

პროკურატურამ თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა

13-04-2022

საქართველოს პროკურატურამ უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის თავისუფლების უკანონო აღკვეთის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა.


შინაგან საქმეთა სამინისტროში მიმდინარე გამოძიებით დადგინდა, რომ 11 აპრილს, ტაქსის მძღოლმაა.ბ.-მ უცხო ქვეყნის ორ მოქალაქეს, რომლებიც თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ჩამოფრინდნენ, მგზავრობის მაღალი საფასური მოსთხოვა. უარის მიღების შემდგომ კი უკანონოდ აღუკვეთა თავისუფლება და დაახლოებით ერთი საათის განმავლობაში ავტომობილიდან გადასვლის შესაძლებლობას არ აძლევდა.


ა.ბ.-ს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,გ’’ ქვეპუნქტით (თავისუფლების უკანონო აღკვეთა, ჩადენილი ორი ან მეტი პირის მიმართ) წარედგინა.


საქართველოს პროკურატურა ბრალდებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით, სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.