გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2026    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930 

კასპში საგზაო ინფრასტრუქტურის სამუშაოები გრძელდება

16-04-2022

კასპის მუნიციპალიტეტის კოდისწყაროს ადმინისტრაციული ერთეულის სოფლების ქვემო რენეს ავტობანთან დამაკავშირებელი, ასევე ზემო და ქვემო რენეს ერთმანეთთან შემაერთებელ გზაზე ასფალტის პირველი ფენა დაიგო.


გზის რეაბილიტაციის სამუშაოებს ელექტრონულ ტენდერში გამარჯვებული შპს „იბოლია“ ასრულებს. პროექტი გარდამავალია, გასულ წელს სოფელ ჩობალაურის და ზემო რენეს გზის მოასფალტების სამუშაოები ჩატარდა. პროექტის სრული სამუშაოების ღირებულება 1 336 200 ლარია.


ავტობანთან დამაკავშირებელ, ამორტიზირებულ გზაზე გადაადგილება უჭირდა როგორც ქვეითად მოსიარულეებს ისე სატრანსპორტო საშუალებებს. პროექტის განხორციელება უზრუნველყოფს არსებული პრობლემის მოგვარებას და კომფორტულ გადაადგილებას.