გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    სექტემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

იანვარი-მარტის თვეში საერთაშორისო მოგზაურობიდან საქართველომ 394 მილიონი დოლარის შემოსავალი მიიღო

18-04-2022

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია მარტში საერთაშორისო ტურიზმიდან მიღებული შემოსავლების სტატისტიკურ ინფორმაციას ავრცელებს.


2022 წლის მარტის თვეში მოგზაურობიდან მიღებულმა შემოსავალმა 174,466,980 აშშ. დოლარი შეადგინა, რაც 2019 წლის მაჩვენებლის 71.3% აღდგენაა. 2021 წლის მარტის თვესთან შედარებით მოგზაურობიდან შემოსავლები გაზრდილია 144,924,836 (+490.6%) აშშ დოლარით.


იანვარი-მარტის თვეში მოგზაურობიდან მიღებულმა შემოსავალმა 393,708,363 აშშ. დოლარი შეადგინა, რაც 2019 წლის მაჩვენებლის 68.1% აღდგენაა. 2021 წლის იანვარი-მარტის თვესთან შედარებით მოგზაურობიდან შემოსავლები გაზრდილია 340,157,176 (+635.2%) აშშ დოლარით.