გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2026    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930 

არჩილ თალაკვაძე რადიკალურ ოპოზიციაზე: რიგგარეშე არჩევნებზე ფიქრიც არ ექნებათ დასრულებული, რომ მომდევნო რიგით არჩევნებს კიდევ ერთხელ წააგებენ

19-04-2022

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, ჟურნალისტებთან საუბრისას, „ნაციონალური მოძრაობის" წევრის, ლევან ხაბეიშვილის განცხადებას გამოეხმაურა.


„ცოტა ხნის წინ ჩატარდა არჩევნები აჭარასა და რუსთავში, სადაც რადიკალური ოპოზიცია კიდევ ერთხელ დამარცხდა. რა რიგგარეშე არჩევნებზე საუბრობენ? ეს არის მორიგი სიცრუე. თემები ამოეწურათ და ამით ცდილობენ მედიის ზედაპირზე დარჩენას. რიგგარეშე არჩევნებზე ფიქრიც არ ექნებათ დასრულებული, რომ მომდევნო რიგით არჩევნებს კიდევ ერთხელ წააგებენ. სჯობს უფრო სერიოზულად მოეკიდონ პოლიტიკას და პატივი სცენ საზოგადოებასა და ქვეყანას“, - აცხადებს არჩილ თალაკვაძე.


„ნაციონალური მოძრაობის" წევრმა, ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა, რომ ხვალ, 20 აპრილს, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, სასამართლო პროცესზე, ვადამდელი არჩევნების გეგმასთან დაკავშირებით ისაუბრებს.