გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2026    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930 

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსი სახალხო დამცველს შეხვდა

19-04-2022

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსი კოკა კაციტაძე საქართველოს სახალხო დამცველს ნინო ლომჯარიას შეხვდა.


უწყების პრესსამსახურის ინფორმაციით, გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე კოკა კაციტაძემ დამოუკიდებელი საგამოძიებო სამსახურის საქმიანობაზე, განვითარებაზე და გამოწვევებზე ისაუბრა.


საუბარი შეეხო სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ინსტიტუციური და ფუნქციური დამოუკიდებლობის გაზრდის მიზნით, სამსახურის შესახებ კანონში განსახორციელებელ ცვლილებებს, ასევე ყურადღება გამახვილდა დაზარალებული მოქალაქეების უფლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესებასა და დანაშაულის პრევენციისთვის კონკრეტული ღონისძიებების განხორციელებაზე. სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსმა კოკა კაციტაძემ სახალხო დამცველს და მის მოადგილეებს სამოხელეო დანაშაულების პრევენციის საბჭოს შექმნის ინიციატივაც გააცნო. შეხვედრაზე ხაზი გაესვა სპეციალური საგამოძიებო სამსახურის სახალხო დამცველის აპარატთან მჭიდო თანამშრომლობის სურვულს და მზაობას. სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსის ომბუდსმენთან შეხვედრას სახალხო დამცველის მოადგილეები- თამარ გვარამაძე და გიორგი ბურჯანაძე ესწრებოდნენ.