გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    სექტემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

ყალბი დოკუმენტით სხვისი ქონების თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ერთი პირი დააკავეს

20-04-2022

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ყალბი ქონებრივი უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტის დამზადებისა და დიდი ოდენობით სხვისი ქონების თაღლითურად დაუფლების ფაქტზე, ერთი პირი დააკავეს.


გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, უცხო ქვეყნის მოქალაქის საკუთრებაში რიცხული, ქ. თბილისში, სოფელ დიღომში მდებარე 300 000 ლარზე მეტი ღირებულების 991 მ2 მიწის ნაკვეთის თაღლითურად დაუფლების მიზნით, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში წარადგინა თითქოსდა ქალაქ ბაქოში, ნოტარიუსის მიერ გაცემული ყალბი მინდობილობა და ყალბი ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მიწის ნაკვეთი დაირეგისტრირა საკუთარ თავზე.


მიწის ნაკვეთი დღეის მდგომარეობით დაყადაღებულია.


გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 და 210-ე მუხლის მე-2 ნაწილებით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6-დან 9 წლამდე ვადით.


ტარდება შესაბამისი ღონისძიებები აღნიშნული დანაშაულის ჩადენაში თანამონაწილე სხვა პირების დადგენა-მხილების მიზნით.