გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2025    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930

სურსათის ეროვნული სააგენტო კვერცხისა და საკონდიტრო ნაწარმის სარეალიზაციო ობიექტებს ამოწმებს

20-04-2022

აღდგომის დღესასწაულის მოახლოებასთან ერთად, სურსათის ეროვნულმა სააგენტომ კვერცხის ადგილობრივი წარმოებების, იმპორტიორების, საბითუმო, მსხვილი და მცირე სავაჭრო ობიექტების, აგრეთვე საკონდიტრო ნაწარმის საცხობების კონტროლი მთელი საქართველოს მასშტაბით გაააქტიურა.


მოწმდება შენახვისა და რეალიზაციის პირობები, ვარგისიანობის ვადები, წარმოების პროცესი და ეტიკეტირების შესაბამისობა კანონმდებლობასთან.


"სახელმწიფო კონტროლი უკვე განხორციელდა სხვადასხვა პროფილის ბიზნესოპერატორთან. ჩატარებული დოკუმენტური შემოწმებისა და ინსპექტირების შედეგად, დარღვევები არ გამოვლინდა. სააგენტოს ინსპექტირების ჯგუფები კონტროლს მთელი ქვეყნის მასშტაბით განაგრძობენ" - აცხადებენ უწყებაში.