გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აგვისტო 2026    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31 

ონის მერიაში ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლებთან ერთად სამუშაო შეხვედრა გაიმართა

27-04-2022

ონის მუნიციპალიტეტის მერის პირველმა მოადგილემ - გიორგი ნოდარიშვილმა და მოადგილე - ლევან შერაზადიშვილმა, ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლებთან ერთად სამუშაო შეხვედრა გამართეს.


მუნიციპალიტეტის მერიის პრესსამსახურის ინფორმაციით, წარმომადგენლებმა შეხვედრაზე, სოფლებში არსებულ ვითარებასა და პრობლემურ საკითხებზე ისაუბრეს. ასევე, შეხვედრაზე განიხილეს, სოფლის მხარდაჭერის პროგრამით, განსახორციელებელი ინფრასტრუქტურული პროექტების მომზადების მიმდინარეობა.


გიორგი ნოდარიშვილმა წარმომადგენლებს დაავალა, წარმოადგინონ ინფორმაცია, თავიანთ თემებში არსებული სიახლეებისა და საჭიროებების შესახებ, რომლებიც უახლოეს დროში რეაგირებას მოითხოვს.


სამუშაო შეხვედრას, ესწრებოდნენ, რაჭა-ლეჩხუმ სვანეთის მაჟორიტარი დეპუტატის გოჩა ენუქიძის ბიუროს წარმომადგენელი ონში - ირმა ჩიხრაძე და შპს "ონის მუნიციპალიტეტის დასუფთავებისა და კეთილმოწყობის სამსახური"-ს ხელმძღვანელი - კახაბერ ჩიკვილაძე.