გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ოქტომბერი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

ირაკლი ქადაგიშვილი: მათი მთავარი მიზანია, რამენაირად დაიხსნან სააკაშვილი, მათი სურვილია, მეორე ფრონტი გაიხსნას, ეს არ შედის საქართველოს ინტერესებში

27-04-2022

არესტოვიჩმა ყველაზე უფრო დაწვრილებით თქვა, რომ საქართველოს მთავრობა არაა ომის მთავრობა და სააკაშვილი იქნებოდა ომის პრეზიდენტი, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.


„მათი მთავარი მიზანია, რამენაირად დაიხსნან მიხეილ სააკაშვილი. როგორც ვხედავთ, ამ მთავარ მიზანს არა მხოლოდ „ნაცმოძრაობაში“, არამედ ქვეყნის გარეთაც ჰყოლია კონკრეტული მომხმარებლები და შემკვეთები. არესტოვიჩმა ყველაზე უფრო დაწვრილებით თქვა, რომ საქართველოს მთავრობა არაა ომის მთავრობა და სააკაშვილი იქნებოდა ომის პრეზიდენტი. მათი სურვილია, რომ მეორე ფრონტი გაიხსნას მოლდოვაში ან საქართველოში. ეს რადიკალურად და კარდინალურად არ შედის საქართველოს ინტერესებში“, - აცხადებს ქადაგიშვილი.


„ნაციონალური მოძრაობა“ მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ გამგზავრებას ითხოვს. პარტიის წევრები ირწმუნებიან, რომ ეს მისი სიცოცხლის გადარჩენის ერთადერთი გზაა.