გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აგვისტო 2026    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31 

ირაკლი ღარიბაშვილი სააკაშვილზე: არაერთხელ მითქვამს საჯაროდ, რომ პატიმრებზე საჯაროდ ჩვენს ხალხს არ ვესაუბრები

27-04-2022

მე არაერთხელ მითქვამს საჯაროდ, რომ პატიმრებზე საჯაროდ ჩვენს ხალხს არ ვესაუბრები, - ასე უპასუხა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტების კითხვას, მიხეილ სააკაშვილის სამკურნალოდ საზღვარგარეთ გადაყვანასთან დაკავშირებით.


მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ პატიმრებთან დაკავშირებულ კითხვებზე საპასუხოდ პენიტენციურ დაწესებულებას უნდა მიმართონ.


„მე არაერთხელ მითქვამს საჯაროდ, რომ პატიმრებზე საჯაროდ ჩვენს ხალხს არ ვესაუბრები. არსებობს შესაბამისი უწყება, პენიტენციური დაწესებულება, რომელსაც, შეგიძლიათ, ნებისმიერი კითხვით მიმართოთ", - აღნიშნა პრემიერმა.