გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2026    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

საქართველოს საქმიანი ტურიზმის პოტენციალს ყაზახეთში გაეცნენ

29-04-2022

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ ყაზახეთში პრეზენტაცია გამართა. ადმინისტრაციის საკონვენციო და საგამოფენო ბიურომ ქალაქ ალმათში ყაზახეთის უმსხვილეს ტურისტულ კომპანიებს საქართველოს საქმიანი ტურიზმის პოტენციალი გააცნო.


ალმათში გამართულ ღონისძიებაში ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის საკონვენციო და საგამოფენო ბიუროს წევრი 14 კომპანია მონაწილეობდა. კომპანიების წარმომადგენლებმა მონაწილეობა მიიღეს B2B შეხვედრებში, სადაც ყაზახ კოლეგებთან საქართველოში სხვადასხვა სახის ღონისძიებების, კონფერენციებისა და ფორუმების ჩატარების საკითხები განიხილეს.