გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    თებერვალი 2026    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
232425262728 

სერგი ხიდეშელმა, ქალაქ ონში კახაბერის ქუჩაზე, მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტი მოინახულა

29-04-2022

2022 წელს ქალაქ ონის ქუჩებისა და საზოგადოებრივი სივრცეების კეთილმოწყობა - რეაბილიტაციის სამუშაოების მე-4 ეტაპი მიმდინარეობს.


პროექტის ფარგლებში, რეაბილიტაცია უტარდება კახაბერის ქუჩას, კეთდება: ღობეები, საფეხმავლო ბილიკები, ლამპიონები, ასევე დამონტაჟდება დეკორატიული განათება, მოეწყობა გამწვანების ზოლი, პროექტი პარალელური ქუჩების მიერთებებსაც მოიცავს.


სამუშაოებს კონტრაქტორი კომპანია შპს ,,იერი“ ასრულებს.


აღნიშნული სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის თანხები, საქართველოს რეგიონში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან გამოიყო. სახელშეკრულებო ღირებულება 844 209 ლარს შეადგენს.