გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აგვისტო 2026    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31 

მამუკა მდინარაძე: ომის პარტია - „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ სინამდვილეში ყოველთვის იყო და არის „ერთიანი მოღალატეობრივი მოძრაობა“

29-04-2022

ომის პარტია - „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ სინამდვილეში ყოველთვის იყო და არის „ერთიანი მოღალატეობრივი მოძრაობა“, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი, მამუკა მდინარაძე სოციალურ ქსელში წერს.


მისი თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“ ყველა გზა ომში მიდის, ოღონდ საკუთარი სამშობლოს გაწირვის ხარჯზე.


„ამ დრომდე არ წყდება ჰიბრიდული ომი და შანტაჟის მცდელობები „ერთიანი მოღალატეობრივი მოძრაობის“ და მათი ლობისტების მხრიდან ერთადერთი მიზნით: საქართველო ჩაერთოს ომში. მათი ყველა გზა ომში მიდის, ოღონდ საკუთარი სამშობლოს გაწირვის ხარჯზე! ჩვენი და ჩვენი ქვეყნის ყველა გზა კი მშვიდობის, მშვიდობიანი დეოკუპაციის და განვითარების გზაა“, - წერს მამუკა მდინარაძე.