გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    სექტემბერი 2026    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930 

დავით ქართველიშვილი პოდოლიაკზე: იყო რუსული ტელევიზიის НТВ-ს მთავარი ჟურნალისტი და ჰქონდა უახლოესი ურთიერთობა პრორუს ლიდერთან, ვიქტორ იანუკოვიჩთან

29-04-2022

„იცით ვინ არის მიხაილო პოდოლიაკი, დღეს რომ ჩვენ ქვეყანას, ხალხს და ხელისუფლებას ლანძღავს? ის იყო რუსული ტელევიზიის НТВ-ს მთავარი ჟურნალისტი, თავის დროზე დაკითხულია არაერთხელ უკრაინის გენერალურ პროკურატურაში იუშენკოს მოწამლვის საქმეზე“- წერს ექსპერტი დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში.

 

„იცით ვინ არის მიხაილო პოდოლიაკი, დღეს რომ ჩვენ ქვეყანას, ხალხს და ხელისუფლებას ლანძღავს? ის იყო რუსული ტელევიზიის НТВ-ს მთავარი ჟურნალისტი. თავის დროზე დაკითხულია არაერთხელ უკრაინის გენერალურ პროკურატურაში იუშენკოს მოწამლვის საქმეზე. რაც მთავარია, მას ჰქონდა უახლოესი ურთიერთობა პრორუს ლიდერთან, სააკაშვილის "ბრწყინვალების ორდენის" კავალერ ვიქტორ იანუკოვიჩთან! და ეს კაცი დღეს ლანძღავს საქართველოს ხელისუფლებას?“- წერს ქართველიშვილი.