გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2025    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930

ძლიერი დამწვრობის შედეგად 14 წლის ბიჭი გარდაიცვალა - შემთხვევა თევზაობის დროს მოხდა

23-05-2018

ანგისის დასახლებაში, თევზაობის დროს დაშავებული მოზარდი გარდაიცვალა. მედიკოსების ინფორმაციით, 14 წლის ბიჭის მდგომარეობა განსაკუთრებით მძიმეა იყო. პაციენტს სხეულის დაახლოებით 80% ჰქონდა დამწვარი. დაშავებული თბილისში დამწვრობის ცენტრში მართვით სუნთქვაზე იყო. ინფორმაციას ამის შესახებ ajaratv.ge ავრცელებს.


სამედიცინო დაწესებულებაში რჩება კიდევ ერთი მოზარდი და მამაკაცი.


შემთხვევა 19 მაისს, თევზაობის დროს მოხდა. სავარაუდოდ, ანკესი ელექტროგაყვანილობის სადენს გამოედო.


''ენერგო პრო ჯორჯიამ'' განცხადება გაავრცელა. კომპანიის წარმომადგენელთა განმარტებით, მაღალი ძაბვის 110 კვ-იანი ელექტროგადამცემი ხაზის უსაფრთხოება, მანძილი მიწასა და სადენს შორის, სრულად დაცული იყო.


შინაგან საქმეთა სამინისტრომ, გამოძიება 124-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

"თრიალეთი"