გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აგვისტო 2026    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31 

ირაკლი ღარიბაშვილი: ჩვენი მთავარი ამოცანა უნდა იყოს, ქვეყანაში მშვიდობა და არ დავუშვათ ომი, არეულობა, დესტაბილიზაცია

30-04-2022

ჩვენი მთავარი ამოცანა უნდა იყოს, ქვეყანაში იყოს მშვიდობა და არ დავუშვათ ომი, არეულობა, დესტაბილიზაცია; ეს არის ჩვენი ხალხის დაკვეთა და მე ამ დაკვეთას შევასრულებ, ჩვენი გუნდი ამ დაკვეთას შეასრულებს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ქუთაისში ჟურნალისტებს განუცხადა.


მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ ხელისუფლება ბოლომდე დაიცავს ქვეყანაში მშვიდობასა და სტაბილურობას, რის გარეშეც ქვეყნის განვითარება შეუძლებელია.


„ჩვენი მთავარი ამოცანა უნდა იყოს, ქვეყანაში იყოს მშვიდობა და არ დავუშვათ ომი, არეულობა, დესტაბილიზაცია. ეს არის ჩვენი ხალხის დაკვეთა და მე ამ დაკვეთას შევასრულებ, ჩვენი გუნდი ამ დაკვეთას შეასრულებს. ბოლომდე დავიცავთ ქვეყანაში მშვიდობას, ჩვენი ხალხის მშვიდობას და სტაბილურობას, რაც არის ერთადერთი საფუძველი ჩვენი ქვეყნის განვითარების. სხვანაირად არაფერი გამოვა", - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.