გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    თებერვალი 2026    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
232425262728 

ლანჩხუთში რესპუბლიკური ტურნირი ჭადრაკში ,,ლანჩხუთი 2022" დაიწყო

30-04-2022

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში რესპუბლიკური ტურნირი ჭადრაკში ,,ლანჩხუთი 2022" დაიწყო.


მასში მონაწილეობას იღებს სხვადასხვა მუნიციპალიტეტში მცხოვრები 6-დან 12 წლამდე ასაკის 100-ზე მეტი მოჭადრაკე.


ტურნირი, რომლის მხარდამჭერია ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერია, დღეს საზეიმოდ ლანჩხუთის მერმა ალექსანდრე სარიშვილმა და საკრებულოს თავმჯდომარე ბესიკ ტაბიძემ ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან ერთად გახსნეს.


პროექტის მიზანია ჭადრაკის განვითარება და პოპულარიზაცია.


სიმბოლურად, ტურნირის პირველი სვლა ალექსანდრე სარიშვილმა გააკეთა და ბავშვებს წარმატებები უსურვა.