გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ოქტომბერი 2026    »
ოსოხპშკ
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

საქსტატი - კახეთში ტურისტთა რაოდენობა გასულ წელთან შედარებით გაზრდილია

23-05-2018

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, კახეთში ტურისტთა რაოდენობა გასულ წელთან შედარებით გაზრდილია. 

უწყების ინფორმაციით, 2018 წლის პირველ კვარტალში კახეთს 20 000 საერთაშორისო ვიზიტორი ეწვია, მაშინ როდესაც ეს ციფრი გასული წლის ანალოგიურ პერიოდში 15 700-ს შეადგენდა.
თელავში ჩამოსულ ვიზიტორებს კონსულტაციას ტურიზმის საინფორმაციო ცენტრი უწევს.
"ვიზიტორთა რაოდენობამ თელავშიც მოიმატა. ჩვენს ქალაქს მსოფლიოს ყველა ქვეყნიდან სტუმრობენ, მაგრამ უმრავლესობა მაინც რუსეთის, უკრაინის, პოლონეთის, გერმანიისა და საფრანგეთის მოქალაქეა", - განაცხადეს თელავის ტურიზმის საინფორმაციო ცენტრის განყოფილებაში.

knews.ge