გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2026    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

ხაშურში უკანონო სახერხი საამქრო გამოავლინეს

24-05-2018

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ხაშურის მუნიციპალიტეტში, უკანონო სახერხი საამქრო გამოავლინეს.
სისხლის სამართლის კოდექსში განხორციელებული ცვლილების შესაბამისად, სახერხ საამქროში რეგისტრაციის გარეშე, სახერხი დანადგარის მონტაჟი ისჯება ჯარიმით ან/და ერთ წლამდე ვადით, თავისუფლების აღკვეთით. 
სოფელ ცხრამუხაში, ერთი ერთეული ლენტური ტიპის ხერხი სპეციალურად მოწყობილ ლიანდაგზე იყო დამონტაჟებული. საამქროს ტერიტორიაზე, 3 მ3-მდე პირველადი გადამუშავების პროდუქტი - ფიცარი და 6 ერთეული წიწვოვანი სახეობის დაუფირნიშებელი მორი იყო განთავსებული.

სახერხი დანადგარი დაილუქა. მასალები შემდგომი რეაგირებისათვის, შესაბამის სამართალდამცავ უწყებას გადაეგზავნა.