გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ოქტომბერი 2026    »
ოსოხპშკ
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

ბათუმში კავკასიის უნივერსიტეტის და ქართულ-ამერიკული აკადემიის მშენებლობა აქტიურად მიმდინარეობს

3-05-2022

აჭარაში საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის და უნივერსიტეტების მშენებლობა ხორციელდება, როგორც სახელმწიფო ისე კერძო ინვესტიციებით. აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ ბათუმში კავკასიის უნივერსიტეტის და ქართულ-ამერიკული აკადემიის მშენებლობა დაათვალიერა.


კავკასიის უნივერსიტეტის და ზოგადსაგანმანათლებლო სკოლის მშენებლობაში 20 მილიონი ლარის ინვესტიცია ხორციელდება. მნიშვნელოვანია, რომ აჭარის მთავრობის მიერ, ყოველწლიურად, საბაკალავრო პროგრამებზე განისაზღვრა 10 ახალი ადგილი, ადგილობრივი სტუდენტების უფასო განათლების მისაღებად, რომელსაც კავკასიის უნივერსიტეტი უზრუნველყოფს. იფუნქციონირებს საერთაშორისო სასწავლო კურსები. საუნივერსიტეტო კამპუსი აღჭურვილი იქნება თანამედროვე ინფრასტრუქტურით, ლაბორატორიებით, სპორტული მოედნებით, საცურაო აუზით.


ქართულ-ამერიკული აკადემიის მშენებლობაში 10 მლნ ლარის ინვესტიცია ხორციელდება. პროექტს სკოლა „პროგრესი" კომპანია „ანაგთან" ერთად ახორციელებს. ქართულ-ამერიკული საერთაშორისო აკადემია სკოლამდელი, საშუალო განათლებისა და წინასაუნივერსიტეტო პროგრამებს განახორციელებს. აკადემიას ასევე ექნება ამერიკული საატესტატო-სადიპლომო უმაღლესი სკოლა.