გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    თებერვალი 2026    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
232425262728 

სოფელ ქაქუთის მოსახლეობა საპროტესტო აქციას მართავს

24-05-2018

ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ქაქუთში მოსახლეობა საპროტესტო აქციას მართავს. მათი განცხადებით, სოფელ ქაქუთის მოსახლეობას ოზურგეთის მიმართულებით გადაადგილება უჭირს, ვინაიდან საავტომობილი გზა მოუწესრიგებელია და უზარმაზარი ორმოებია. მოსახლეობის თქმით, სანიაღვრე არხების მოუწესრიგებლობის გამო, წვიმის დროს საყანე მიწები იტბორება. 
"მოუწესრიგებელია გზები, არ არის გარე განათება. მოვითხოვთ მთავრობისგან ყურადღებას",- აცხადებენ აქციის მონაწილეები. 
სოფელ ქაქუთის მოსახლეობის აქციაზე ქობულეთის საკრებულოს "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრები იმყოფებიან. 

"ინტერპრესნიუსი"