გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ოქტომბერი 2026    »
ოსოხპშკ
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

თორნიკე რიჟვაძე: ბათუმის საკრებულოს გამართულ მუშაობას ვერაფერი აღუდგება წინ, მალე საკრებულოს სრულად ფუნქციონირების საშუალება მიეცემა

6-05-2022

აჭარის მთავრობის თავმჯდომარის თორნიკე რიჟვაძის განცხადებით, ბათუმის საკრებულოს გამართულ მუშაობას ვერაფერი აღუდგება წინ. მისივე თქმით, მალე საკრებულოს სრულად ფუნქციონირების საშუალება მიეცემა.


„არაერთხელ მითქვამს, რომ ბათუმის საკრებულოს გამართულ ფუნქციონირებას წინ ვერაფერი აღუდგება. ამიტომ, ძალიან მალე უკვე ბათუმის საკრებულოს მიეცემა საშუალება, სრულად იფუნქციონიროს. საკანონმდებლო ცვლილებები არის აბსოლუტურად ლეგიტიმური საკითხი, რომელიც გამოასწორებს იმ ნაკლოვანებას, რომელიც მოქმედ კანონმდებლობაში იყო “, – განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.


არსებული ინფორმაციით, საპარლამენტო უმრავლესობა ამზადებს საკანონმდებლო ცვლილებებს, რომლის მიხედვით, ბათუმის საკრებულოში მაჟორიტარი დეპუტატის უფლებამოსილებას საკრებულოს ნაცვლად, ცესკო ცნობს.