გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031 

დავით ქართველიშვილი: ჟოზეფ ბორელის ციტატის და მისი შინაარსის გამოყენება მეორეხარისხოვან პოლიტიკოსსაც არ ამშვენებს; მას უნდა შეეძლოს საკუთარი ციტატებით ელაპარაკოს ამომრჩეველს

11-05-2022

მე არ ვეთანხმები ბორელს შეურაცხმყოფელ განცხადებას, რომ უკრაინელების ევროპული მისწრაფება შემოიფარგლება ევროკავშირზე, როგორც ბანკომატზე ხედვებით. ეს ასე არაა - ასე ეხმიანება დავით ქართველიშვილი "სტრატეგია აღმაშენებლის" წევრის პაატა მანჯგალაძის განცხადებას.

 

„პირველი - პლაგიატი ტეხავს. ჟოზეფ ბორელის ციტატის და მისი შინაარსის გამოყენება მეორეხარისხოვან პოლიტიკოსსაც არ ამშვენებს. მას უნდა შეეძლოს საკუთარი ციტატებით ელაპარაკოს ამომრჩეველს. მეორე - მე არ ვეთანხმები ბორელს შეურაცხმყოფელ განცხადებას, რომ უკრაინელების ევროპული მისწრაფება შემოიფარგლება ევროკავშირზე, როგორც ბანკომატზე ხედვებით. ეს ასე არაა“ - წერს ქართველიშვილი facebook - ზე.