გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ოქტომბერი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

კასპში თავისუფალ ჭიდაობაში რაიონის ღია პირველობა გაიმართა

11-05-2022

კასპის სპორტული კომპლექსის საჭიდაო დარბაზში 2008, 2010 და 2011 წლებში დაბადებულ სპორტსმენთა შორის თავისუფალ ჭიდაობაში რაიონის ღია პირველობა გაიმართა.


შეჯიბრი 8 წონით კატეგორიაში ჩატარდა.


წონითი კატეგორიების მიხედვით პირველი ადგილის პრიზიორები გახდნენ: გურამ ჟივიძე, საბა ჩადუნელი, ბექა ღარიბაშვილი, საბა ბარნოვი, ნიკა ავლოხაშვილი, საბა თუშიშვილი, ისაკ ბაშარული და ნიკა კორაშვილი.


პატარა სპორტსმენებს გამარჯვება მიულოცა კასპის მუნიციპალიტეტის მერმა ვახტანგ მაისურაძემ. მასთან ერთად მიულოცეს და მედლები და სიგელები გადასცეს მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ ზურა კოპაძემ და პირადმა მწვრთნელებმა.


შეჯიბრები კასპის მუნიციპალიტეტის მერიის ა(ა)იპ კასპის სპორტის დაწესებულებების გაერთიანების ორგანიზატორობით გაიმართა.