გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აგვისტო 2026    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31 

თუშეთში მამაკაცი სატვირთო მანქანით გუბეში ჩავარდა და დაიხრჩო

28-05-2018

უბედური შემთხვევა მოხდა კახეთში. თუშეთის გზის დამეწყრილ მონაკვეთზე 60-წლამდე ასაკის კაცი წყალში გადავარდა და დაიხრჩო. შემთხვევა იმ ადგილზე მოხდა, სადაც რამდენიმე კვირის წინ ჩამოშლილმა მეწყერმა წყლის დაგუბება გამოიწვია. 
გარდაცვლილი კომპანია "გერალის" თანამშრომელი იყო და ის გზის გაწმენდით სამუშაოებს ასრულდება. "როგორც ვიცი, მცირე სატვირთო მანქანის მძღოლმა, რომელიც კომპანია "გერალის" თანამშრომელი იყო, მეწყერსაშიშ ზონაში გააჩერა მანქანა, რა დროსაც მიწა ჩამოიშალა და მანქანა დაგუბებულ წყალში ჩავარდა. მძღოლი მანქანაში იმყოფებოდა და, სამწუხაროდ, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა“, - განაცხადა "ინტერპრესნიუსთან" საუბრისას ახმეტის მერმა იოსებ ქარუმაშვილმა.

"ინტერპრესნიუსი"