გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აგვისტო 2026    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31 

კასპის სოფელ ქვემო ჭალის საჯარო სკოლაში ცენტრალური გათბობის მონტაჟი მიმდინარეობს

16-05-2022

კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ჭალის საჯარო სკოლაში ცენტრალური გათბობის სისტემის მოწყობის სამუშაოები კასპის მუნიციპალიტეტის მერმა ვახტანგ მაისურაძემ დაათვალიერა.


სამუშაოებს ელექტრონულ ტენდერში გამარჯვებული შპს „გურიამშენი“ ახორციელებს. პროექტი ცენტრალური ბიუჯეტიდან 99 500 ლარით ფინანსდება.


ამჟამად შენდება საქვაბე და წყლის სისტემა. პარალელურად, შენობაში გაყვანილობის და რადიატორების მონტაჟი მიმდინარეობს.


სოფელ ქვემო ჭალის საჯარო სკოლაში 159 მოსწავლე სწავლობს, სასწავლო პროცესს კი 22 პედაგოგი ემსახურება.


2022-2023 სასწავლო წლიდან, სკოლა ზამთარს კომფორტულ პირობებში შეხვდება. როგორც ვახტანგ მაისურაძემ აღნიშნა, საჯარო სკოლებში ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება მუნიციპალიტეტისთვის პრიორიტეტია.