გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აგვისტო 2026    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31 

ზურაბ ქადაგიძე: ჟიგიმანტას პავილიონისი რომ აქაურ ნაცებზე უფრო დიდი ნაცია, ეს არახალია მაგრამ, ახლა ნამეტანი მოუვიდა; ანუ გვარამია არა დამოუკიდებელი მედია, არამედ ხელისუფლების პოლიტიკური ოპონენტი და ნაცმოძრაობის წევრია?

16-05-2022

„ანუ გვარამია არა დამოუკიდებელი მედია, არამედ ხელისუფლების პოლიტიკური ოპონენტი და ნაციონალური მოძრაობის წევრია? კი ბატონო, ვიცით რომ ასეა და კარგია, რომ ყველაფერს თავისი სახელი თავად ნაცებმაც დაარქვეს!“- წერს ანალიტიკოსი ზურაბ ქადაგიძე ჟიგიმანტას პავილიონისის განცხადების შესახებ.

 

„ჟიგიმანტას პავილიონისი რომ აქაურ ნაცებზე უფრო დიდი ნაცია, ეს არახალია და ყველამ კარგად ვიცით. ეს კაცი საკუთარ ქვეყანაში ჩამოაშორეს პოლიტიკურ პროცესებს მისი საეჭვო გადაწყვეტილებების თუ განცხადებების გამო, მაგრამ ახლა ნამეტანი მოუვიდა. ანუ გვარამია არა დამოუკიდებელი მედია, არამედ ხელისუფლების პოლიტიკური ოპონენტი და ნაციონალური მოძრაობის წევრია? კი ბატონო, ვიცით რომ ასეა და კარგია, რომ ყველაფერს თავისი სახელი თავად ნაცებმაც დაარქვეს!“- წერს ქადაგიძე Facebook-ზე.