გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აგვისტო 2026    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31 

ირაკლი ღარიბაშვილი: ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანების პროცესის განხილვის შესაძლებლობა მქონდა ევროპარლამენტის პრეზიდენტ რობერტა მეცოლასთან

17-05-2022

ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანების პროცესის განხილვის შესაძლებლობა მქონდა ევროპარლამენტის პრეზიდენტ რობერტა მეცოლასთან- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სოციალურ ქსელ „ტვიტერში" წერს.


პრემიერი აღნიშნავს, რომ ბოლოდროინდელი გეოპოლიტიკური რყევების დროს შევსებული კითხვარის წარდგენა კიდევ ერთხელ ადასტურებს ქართველი ერის ევროპულ არჩევანს.


"ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანების პროცესის განხილვის შესაძლებლობა მქონდა ევროპარლამენტის პრეზიდენტ რობერტა მეცოლასთან. ბოლოდროინდელი გეოპოლიტიკური რყევების დროს შევსებული კითხვარის წარდგენა კიდევ ერთხელ ადასტურებს ქართველი ერის ევროპულ არჩევანს. მადლობელი ვარ ამ გზაზე ევროპარლამენტის მხრიდან საქართველოს უწყვეტი მხარდაჭერისთვის," - აცხადებს ირაკლი ღარიბაშვილი.