გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მარტი 2026    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

30 მაისს ამინდი მკვეთრად შეიცვლება – სინოპტიკოსების პროგნოზი

28-05-2018

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 28 მაისს დასავლეთ საქართველოში თბილი და უნალექო ამინდი იქნება, აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში სითბოს ფონზე მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა და ელჭექი, შესაძლებელია სეტყვა. ჰაერის ტემპერატურა დაბლობსა და ბარში +28, +33 გრადუსია მოსალოდნელი.

ქ. თბილისში დღე უნალექოდ ჩაივლის. ჰაერის ტემპერატურა +29, +31 გრადუსის ფარგლებში დაფიქსირდება.

29 – 31 მაისს დასავლეთ საქართველოს ზოგიერთ და აღმოსავლეთ საქართველოს უმეტეს რაიონში მოსალოდნელია წვიმა, ზოგან ელჭექით. ჰაერის ტემპერატურა დასავლეთ საქართველოს დაბლობში +25, +30 გრადუსი იქნება.

30 მაისს აღმოსავლეთ საქართველოში საგრძნობლად აგრილდება, ტემპერატურა დღის საათებში +18, +23 გრდუსამდე დაიკლებს, 31 მაისს კი შედარებით გამოიდარებს და ისევ +25, +30 გრადუსამდე დათბება.

ქ. თბილისში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით, ჰაერის ტემპერატურა 29 და 31 მაისს +27, +29, ხოლო 30 მაისს +21, +23 გრადუსია მოსალოდნელი.

cyc.ge