გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ოქტომბერი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

სოფელ იორმუღანლოს საჯარო სკოლის მეოთხე კლასის მოსწავლეებს გათავისუფლებულმა მასწავლებელმა გაკვეთილი კარავში ჩაუტარა

28-05-2018

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ იორმუღანლოს საჯარო სკოლის მეოთხე კლასის მოსწავლეები და მათი მშობლები ქართული ენის მასწავლებლის გათავისუფლებას აპროტესტებენ. მათ დღეს სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე კარავი გაშალეს და აქცია მოაწყეს, შემდეგ კი თეა გურგენიძემ მოსწავლეებს გაკვეთილი კარავში ჩაუტარა. მშობლები გათავისუფლებული პედაგოგის სკოლაში დაბრუნებას მოითხოვენ, წინააღმდეგ შემთხვევაში ისინი აპირებენ ფართი იქირაონ, სადაც ქართული ენის გაკვეთილებს თეა გურგენიძე ჩაატარებს. 
შეგახსნებეთ, რომ თეა გურგენიძეს ერთ-ერთი მოსწავლის მიმართ ფიზიკურ ძალადობაში ადანაშაულებდნენ, რაც დისციპლინურმა საბჭომ განიხილა და ბრალდება არ დაადასტურა.

"ინტერპრესნიუსი"