გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    თებერვალი 2026    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
232425262728 

სადახლოზე დიდი ოდენობით არადეკლარირებული სხვადასხვა დასახელების მედიკამენტი აღმოაჩინეს

20-05-2022

საბაჟო გამშვებ პუნქტზე ,,სადახლო-საავტომობილო", დიდი ოდენობით მედიკამენტების სახელმწიფო საზღვარზე უკანონოდ შემოტანის ფაქტი აღიკვეთა. კერძოდ, საქართველოს მოქალაქის ჭ.დ.-ს მართვის ქვეშ არსებული ავტომობილის, ეჭვის საფუძველზე დეტალური დათვლიერების შედეგად, მებაჟე ოფიცრებმა 79 დასახელების მედიკამენტი აღმოაჩინეს.


აღნიშნულ მოქალაქეს მედიკამენტები, ავტომობილის სალონში, წინასწარ მოწყობილ სამალავებში ჰქონდა განთავსებული. არადეკლარირებული საქონლის საერთო საბაჟო ღირებულებამ 76 879,53 ლარი შეადგინა.


საქმის მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეცა.