გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    იანვარი 2026    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

კასპის #1 საჯარო სკოლაში ბოლო ზარის ღონისძიება გაიმართა

20-05-2022

კასპის მუნიციპალიტეტის მერი ვახტანგ მაისურაძე, მოადგილე ზურაბ კოპაძე და საკრებულოს თავმჯდომარე შოთა ბეგლარაშვილი ქალაქის #1 საჯარო სკოლის ბოლო ზარის ღონისძიებას დაესწრნენ.


ვახტანგ მაისურაძემ კურსდამთავრებულებს სკოლის დამთავრება მიულოცა და თითოეულ მათგანს ცხოვრების ახალ ეტაპზე წარმატებები და ბედნიერი მომავალი უსურვა.


ღონისძიებაზე კურსდამთავრებულებმა აღმზრდელ პედაგოგებსა და სტუმრებს მადლობა საკუთარი შემოქმედების წარმოდგენით გადაუხადეს.