გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2026    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930 

ქუთაისში მოსწავლეები საციგურაო მოედანზე ყინულის გარეშე ვარჯიშობენ

29-05-2018

ქუთაისში, "საციგურაო მოედანზე" მოსწავლეები ყინულის გარეშე ვარჯიშობენ. აგრეგატი, რომელიც 4 თვის წინ დაზიანდა, ამ დრომდე არ შეცვლილა, რის გამოც ბავშვები ყინულის გარეშე არიან დარჩენილი.

(ა) აიპ ქუთაისის სპორტულ დაწესებულებათა გაერთიანებაში აცხადებენ, რომ აგრეგატის შეკეთება იმიტომ ვერ მოხერხდა, რომ ის საქართველოში არ მოიპოვება:

"ამ ეტაპზე, მწვრთნელები ერთთვიან შვებულებაში იმყოფებიან. ველოდებით აგრეგატის შეძენას, რომელშიც სამინისტრო და თვითმმართველობა ერთობლივად არის ჩართული. აგრეგატი ადგილზე ვერ გამოცვალეთ, ველოდებით მის ჩამოტანას საზღვარგარეთიდან. უახლეს მომავალში აგრეგატს ჩამოიტანენ და მალევე მოხდება მისი დამონტაჟება "განაცხადა (ა) აიპ ქუთაისის სპორტულ დაწესებულებათა გაერთიანების მმართველმა კობა ფხაკაძემ.

pirveliradio