გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აგვისტო 2026    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31 

ლევან დავითაშვილი დღეს ყაზბეგის ეროვნული პარკის ვიზიტორთა ცენტრსა და ადმინისტრაციის შენობას გახსნის

29-05-2018

ყაზბეგის მუნიციპალიტეტში, დაბა სტეფანწმინდაში, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი ყაზბეგის ეროვნული პარკის ვიზიტორთა ცენტრსა და ადმინისტრაციის შენობას გახსნის. 

ღონისძიებას მთავრობის, ადგილობრივი თვითმართველობის წევრები, დიპლომატიური კორპუსის, დონორი ორგანიზაციის წარმომადგენლები დაესწრებიან.

ყაზბეგის ეროვნული პარკის ვიზიტორთა ცენტრი და ადმინისტრაციული შენობა გერმანიის მთავრობის და გერმანიის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (KFW) მხარდაჭერით აშენდა. პროექტის ეფექტურად განხორციელება საკონსულტაციო ჯგუფმა (GFA) უზრუნველყო.
ცენტრის გახსნის ცერემონია 12:00 საათზე გაიმართება.