გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    თებერვალი 2026    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
232425262728 

სურამში მამაკაცი სავარაუდოდ, სანადირო თოფით მოკლეს

29-05-2018

სურამში მკვლელობა მოხდა. არსებული ინფორმაციით, ადგილობრივმა მამაკაცმა მეორე მამაკაცი სავარაუდოდ, სანადირო თოფით მოკლა. ასევე არსებული ინფორმაციით, მკვლელობა სანიაღვრე სისტემასთან დაკავშირებით, წარსულში არსებულ კონფლიქტს უკავშირდება. 
შემთხვევა სავარაუდოდ დღეს, გამთენიისას მოხდა. 

როგორც „ინტერპრესნიუსს“ შსს-ში განუცხადეს, სავარაუდო დამნაშავის ვინაობა სამართალდამცველებმა ოპერატიულად დაადგინეს. ამ დროისთვის მიმდინარეოს საჭირო სამძებრო სამუშაოები დამნაშავის დასაკავებლად. 
გამოძიება სსკ-ის 108-ე მუხლით დაიწყო, რაც 7- დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ითვალისწინებს.

"ინტერპრესნიუსი"