გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2025    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930

სასკოლო სახელმძღვანელოების ავტორებისთვის ტრენინგები გაიმართა

24-05-2022

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრმა სასკოლო სახელმძღვანელოების „მე და საზოგადოება” (III-IV კლასებისთვის) და „ჩვენი საქართველო” (V-VI კლასებისთვის) ავტორებისთვის გარემოსდაცვით საკითხებზე ტრენინგები ჩაატარა, რომლის მიზანიც სასკოლო სახელმძღვანელოებში გარემოსდაცვითი საკითხების სწორად ასახვაა. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი ავრცელებს.


მათივე ცნობით, ტრენინგები გარემოსდაცვით სამ თემას მოიცავდა: ადამიანის გარემოსდაცვითი უფლებები და ვალდებულებები, საქართველოს დაცული ტერიტორიები და კლიმატის ცვლილებით გამოწვეული კატასტროფების რისკის შემცირება. შეხვედრის მონაწილეებს დამხმარე სახელმძღვანელო მასალაც მიეწოდათ.


სასკოლო სახელმძღვანელოების გრიფირების გამოცხადებამდე, საგნობრივი სტანდარტების გადახედვა და მასში ცვლილებების შეტანა მიმდინარეობს.


სახელმძღვანელოების „მე და საზოგადოება” (III-IV კლასებისთვის) და „ჩვენი საქართველო” (V-VI კლასებისთვის) საგნობრივი სტანდარტები ისეთ თემებს მოიაზრებს, როგორიცაა: გარემოს დაცვა, ადამიანის უფლებები, დაცული ტერიტორიები, სტიქიური მოვლენები და კატასტროფების რისკის შემცირება.