გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    თებერვალი 2026    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
232425262728 

სოფლის განვითარების სააგენტოს ექსტენციის თანამშრომელები გადამზადდნენ

25-05-2022

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრმა სოფლის განვითარების სააგენტოს ექსტენციის თანამშრომელთა შესაძლებლობების გაძლიერების მიზნით ტრენინგები კომუნიკაციის უნარ-ჩვევების განვითარების საკითხებზე ჩაატარა. ტრენინგები „საქართველოს სოფლის მეურნეობასთან დაკავშირებული პროფესიული განათლების მოდერნიზების (მეორე ფაზა)“ პროექტის ფარგლებში გაიმართა.


ტრენინგები მოიცავდა ისეთ თემებს, როგორიცაა კომუნიკაციის შესახებ ზოგადი ცოდნის მიწოდება, ვერბალური და არავერბალური კომუნიკაციის უნარების გაძლიერება, კომუნიკაციის არსი და მისი ეტაპები.


ტრენინგების ფარგლებში მიღებული ცოდნა ექსტენციის თანამშრომლებს ფერმერებთან ეფექტიანი კომუნიკაციის დამაყარებასა და მათთვის საჭირო ინფორმაციის სწორად მიწოდებაში დაეხმარება.