| « ნოემბერი 2025 » | ||||||
|---|---|---|---|---|---|---|
| ო | ს | ო | ხ | პ | შ | კ | 
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 | 
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 | 
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 | 
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 | 
25-05-2022
„4 კვირა კი არა, 4 წუთი არ იყო გასული და საიდანაც შემოვიდა, ისევ იქ კი არ გავიდა, დადგა და ბოღმის ნთხევა დაიწყო“- ასე ეხმიანება ექსპერტი ანდრია გვიდიანი გიორგი გახარიას ბრიფინგს.
„გახარიას ბრიფინგს ვუყურე. კოპებშეკრული დადგა ტრიბუნასთან და მენტორული ტონით ჭკუას არიგებდა მთელ ქვეყანას. ახლაო ძალიან მნიშვნელოვანი მომენტიაო, შემდეგი 4 კვირა უმჯობესი იქნებაო თუ ყველა გავჩუმდებითო.
4 კვირა კი არა, 4 წუთი არ იყო გასული და საიდანაც შემოვიდა, ისევ იქ კი არ გავიდა, დადგა და ბოღმის ნთხევა დაიწყო. დღევანდელი ხელისუფლება იმდენად ავტორიტარულია, არ არის თავსებადი ევროპულ ღირებულებებთანო; საქართველო ავტორიტარული რეჟიმების მხარეს დგასო (რუსეთი იგულისხმა აქ); გვარამიაზე თქვა - საქართველოში პოლიტიკური მართლმსაჯულებააო; P.S. - რა სამარცხვინოა - როგორ გაბანძდა ეს კაცი“- წერს გვიდიანი.