გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    სექტემბერი 2026    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930 

ვლადიმერ იმნაძე OttoBock”-ის აღმოსავლეთ ევროპის ზონის გენერალურ დირექტორს, ტიგრან ღარიბიანს შეხვდა

29-05-2018

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორმა, ვლადიმერ იმნაძემ მსოფლიოში ლიდერი საპროთეზო ცენტრის „ OttoBock”-ის აღმოსავლეთევროპის ზონის გენერალურ დირექტორს, ტიგრან ღარიბიანს, შშმ პირთა სოციალური რეაბილიტაციის ცენტრის დირექტორს, თეა ერისთავს და ამავე ცენტრისმთავარ ორთოპედ-ტექნიკოს, ირაკლი გულბიანს უმასპინძლა.ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორმა, ვლადიმერ იმნაძემ მსოფლიოში ლიდერი საპროთეზო ცენტრის „ OttoBock”-ის აღმოსავლეთევროპის ზონის გენერალურ დირექტორს, ტიგრან ღარიბიანს, შშმ პირთა სოციალური რეაბილიტაციის ცენტრის დირექტორს, თეა ერისთავს და ამავე ცენტრისმთავარ ორთოპედ-ტექნიკოს, ირაკლი გულბიანს უმასპინძლა.
შეხვედრას სამსახურის დირექტორის მოადგილეები, მირონ ჩიგოგიძე, ჯანდრი უბირია, სოციალურ საკითხთა და სააღრიცხვო-ანალიტიკური დეპარტამენტისუფროსი, სულხან აბესაძე დაესწრნენ.
მხარეებმა ის საკითხები განიხილეს, რომლის განხორციელებაც 2015 წლის 30 სექტემბერს გაფორმებული სამმხრივი მემორანდუმის საფუძველზე იგეგმებამომავალში. აღსანიშნავია ასევე, რომ მიმდინარე წელს დაგეგმილია 20-მდე შშმ ვეტერანს პროტეზირება თანამედროვე პროტეზებით.
კომპანია „OttoBock“-ს არსებობის 90 წლიანი ისტორია აქვს და ამჟამად მისი 50–ზე მეტი ფილიალი ფუნქციონირებს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში. კომპანიის მიზანია დაეხმაროს ადამიანებს მობილურობის აღდგენაში  და ხელი შუწყოს, შეუნარჩუნოს ან გააუმჯობესოს ის აქტივობები და შესაძლებლობები, რაც მათ გააჩნიათ. ამისათვის კომპანია საუკეთესო ხარისხის მაღალ ტექნოლოგიურ პროთეზებს ამზადებს.