გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივნისი 2026    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

ლანჩხუთში საქართველოს დამოუკიდებლობის დღე აღნიშნეს

26-05-2022

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა ღონისძიებით აღინიშნა.


ადგილობრივი ხელისუფლების პირველმა პირებმა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის ნოე ჟორდანიას ბიუსტი ყვავილებით შეამკეს. შემდეგ კი საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის დაღუპული ვაჟა თოდუას საფლავზე ბიუსტი გახსეს, სადაც გმირის სულის მოსახსენებელი პანაშვიდი აგარაკის ივერიის ღვთისმშობლის ტაძრის წინამძღვარმა დეკანოზმა მირიანმა გადაიხადა.


26 მაისი დატვირთული იყო სხვადასხვა სპორტული ( მარათონი, ჭადრაკი, ბაგირის გადაძალვა, მკლავჭიდი) ღონისძიებით.


გამოვლინდა და დაჯილდოვდა გამარჯვებულები.


მოეწყო მხატვარ ხათუნა ხუბულავას პერსონალური გამოფენა.


საღამოს კი საზეიმო კონცერტი გაიმართა. ღონისძიებას ლანჩხუთის მერი ალექსანდრე სარიშვილი და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები დაესწრნენ.