გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აგვისტო 2026    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31 

ონში ინფრასტრუქტურული პროექტები ხორციელდება

30-05-2022

ონის მუნიციპალიტეტში, ინფრასტრუქტურული პროექტების მონიტორინგის ფარგლებში, მერის პირველმა მოადგილემ - გიორგი ნოდარიშვილმა, სოფელ ლაგვანთაში 2020 წლის 28-29 ივლისის თვეში, სტიქიის შედეგად დაზიანებული მდინარე საკაურაზე, სახიდე გადასასვლელის სამშენებლო სამუშაოები მოინახულა.


აღნიშნულ სამუშაოებს კონტრაქტორი კომპანია შპს "ხიდმშენი 99" ასრულებს.


პროექტის ფარგლებში, დაგეგმილია სანაპირო ბურჯების მონოლითური რკინა-ბეტონით საყრდენი კედლების მოწყობა, ქვაბულის ძირში და პერიმეტრზე გრუნტის დამუშავება, ქვიშა-ხრეშოვანი და ბეტონის მოსამზადებელი ფენის მოწყობა.


პროექტი, სახელმწიფო ბიუჯეტიდან სტიქიის სალიკვიდაციო ღონისძიებების ფონდიდან ფინანსდება, რომლის ჯამური ღირებულება 387 551 ლარს შეადგენს და მისი დასრულება 2022 წლის მაისში იგეგმება.