გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    თებერვალი 2026    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
232425262728 

ირაკლი ღარიბაშვილი: ისრაელის პრემიერთან კარგი შეხვედრა მქონდა, ჩვენს ქვეყნებს შორის 26-საუკუნოვანი მეგობრობა საამაყოა ჩვენი მოძმე ერების საერთო ისტორიაში

30-05-2022

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ისრაელის სახელმწიფოს პრემიერ-მინისტრ ნაფტალი ბენეტთან შეხვედრას სოციალურ ქსელ „ტვიტერში" საკუთარ გვერდზე ეხმაურება.


მთავრობის მეთაური აღნიშნავს, რომ შეხვედრისას მხარეები თანამშრომლობის კიდევ უფრო განვითარებაზე შეთანხმდნენ, რათა სრულად იყოს ათვისებული არსებული პოტენციალი.


„ისრაელში ჩემი ოფიციალური ვიზიტი დაიწყო. დღეს მქონდა ისრაელის სახელმწიფოს პრემიერ-მინისტრ ნაფტალი ბენეტთან შეხვედრის პატივი. ჩვენს ორ ქვეყანას შორის 26-საუკუნოვანი მეგობრობა საამაყოა ჩვენი მოძმე ერების საერთო ისტორიაში. შევთანხმდით, რომ მზარდ თანამშრომლობას კიდევ უფრო განვავითარებთ აუთვისებელი პოტენციალის სრული გამოყენების მიზნით", - აღნიშნავს ირაკლი ღარიბაშვილი.