გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    თებერვალი 2026    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
232425262728 

იაირ ლაპიდი: ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრისას შევთანხმდით, რომ გავაგრძელებთ ერთობლივ მუშაობას ვაჭრობისა და ტურიზმის სექტორებში კავშირების გასაღრმავებლად

30-05-2022

ისრაელის სახელმწიფოს ალტერნატიული პრემიერ-მინისტრი, საგარეო საქმეთა მინისტრი იაირ ლაპიდი საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრას სოციალურ ქსელ "ტვიტერში" ეხმაურება. 


იაირ ლაპიდი აღნიშნავს, რომ გაგრძელდება მუშაობა ვაჭრობისა და ტურიზმის სექტორებში კავშირების გასაღრმავებლად.


"საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით ქართულ დელეგაციას შევხვდი, რომლის შემადგენლობაშიც შედიან საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი და თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე. წელს ჩვენი ქვეყნები დიპლომატიური ურთიერთობების დამყარებიდან 30 წლის იუბილეს აღნიშნავენ.  შევთანხმდით, რომ ერთობლივ მუშაობას გავაგრძელებთ ვაჭრობისა და ტურიზმის სექტორებში კავშირების გასაღრმავებლად",- აღნიშნავს იაირ ლაპიდი.